15:53 - 13 Aug, 2026
|
2023-01-04 10:07:34, 1750 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე დინამო ბათუმს 100 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბი ბათუმის „დინამო" 100 წლის გახდა. ბათუმს, ბათუმელებს, ბათუმის დინამოს გულშემატკივრებს ვულოცავ ჩვენი საყვარელი საფეხბურთო გუნდის იუბილეს. წინ არაერთი გამარჯვება გველის! „FC Dinamo Batumi" - წერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში. თორნიკე რიჟვაძე 2022 წლიდან დინამო ბათუმის საპატიო პრეზიდენტია. საფეხბურთო კლუბის შექმნის თარიღად 1923 წელი მიიჩნევა. „დინამო ბათუმი" „დინამო თბილისზე" ორი წლით ადრე დაარსდა. ბათუმის დინამო 2021 წელს საქართველოს ჩემპიონი და ამავე წლის საქართველოს დავით ყიფიანის თასის მფლობელია.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)