23:15 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-02 09:09:40, 1168 ნახვა

მსოფლიო
ჯონსონი - არ მგონია, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, გიჟი უნდა იყოს, ეს რომ გააკეთოს

არ მგონია, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. გიჟი უნდა იყოს, ეს რომ გააკეთოს, - ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

როგორც ჯონსონმა ტელეკომპანია Sky News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რუსეთის ფედერაცია, აღნიშნული ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, ყველა არსებულ მოკავშირეს დაკარგავს.

„არ მგონია, რომ ის [პუტინი] ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. გიჟი უნდა იყოს, ეს რომ გააკეთოს. ეს იქნება რუსეთის განცხადება ცივილიზებული ერების კლუბიდან მისი სრული გასვლის შესახებ და კატასტროფაა მისი ქვეყნისთვის. ის დაკარგავს მოკავშირეებს მთელს მსოფლიოში და რაც მთავარია, ჩინელების მფარველობას.

ფიქრობ, უკრაინის ომი ყველასგან მოითხოვს სტრატეგიულ მოთმინებას და გამძლეობას, მაგრამ აბსოლუტურად არ მეპარება ეჭვი, რომ საბოლოოდ სიკეთე გაიმარჯვებს, უკრაინელები მოიგებენ - ეს კარგს და ცუდს შორის განსხვავებას ჰგავს", - უთხრა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა Sky News-ს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics