|
2022-11-01 15:15:01, 1647 ნახვა
მსოფლიო
პენტაგონი უკრაინას 275 მლნ დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის
პენტაგონი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის. პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენელის განცხადებით, საუბარია საბრძოლო მასალასა და სხვა საშუალებებზე, რომელთა საერთო ღირებულება 275 მილიონი დოლარია. კერძოდ, პაკეტში შედის: დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ებისთვის; 500 მაღალი სიზუსტის 155 მმ საარტილერიო ჭურვი; 1300-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა (მრავალფუნქციური თავდასხმის იარაღი SMAW, AT4); 125 Army Humvee-ის სატვირთო; ოთხი სატელიტური საკომუნიკაციო ანტენა. მისივე თქმით, HIMARS უკრაინელებს ბრძოლის ველზე ვითარების შეცვლაში მნიშვნელოვნად ეხმარება. შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოყო 25 მილიარდ დოლარზე მეტი უკრაინის დასახმარებლად. 1-ელ ოქტომბერს ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინისთვის დამატებით 12,3 მილიარდ დოლარზე მეტის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. ამასთან, 4 ოქტომბერს ბაიდენმა უკრაინის ახალი 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა. ოქტომბრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას საბრძოლო მასალისა და Humvee სამხედრო სატვირთოებს გაუგზავნის, როგორც 725 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტის ნაწილი. აღსანშნავია, რომ 24 თებერვლიდან შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარების მთლიანმა მოცულობამ 17,5 მილიარდს მიაღწია.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)