|
2022-10-28 16:11:32, 1147 ნახვა
მსოფლიო
გაერო აცხადებს, რომ ირანი მოკლული მომიტინგეების ცხედრებს ოჯახებს არ უბრუნებს
გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი ირანში გამართული საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მომიტინგეების მიმართ შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ხელისუფლება უარს ამბობს ზოგიერთი ცხედრის გათავისუფლებაზე. როგორც ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის სპიკერმა, რავინა შამდასანმა ჟენევის პრესკონფერენციაზე განაცხადა, ზოგიერთ შემთხვევაში, ხელისუფლება პირობებს აყენებდა ცხედრების გათავისუფლების სანაცვლოდ და ოჯახებს სთხოვდა არ გაემართათ დაკრძალვა და არ ესაუბრათ მედიასთან. „ჩვენ ვნახეთ ბევრი არასათანადო მოპყრობა... მაგრამ ასევე დემონსტრანტთა ოჯახების შევიწროება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ დაშავებული მომიტინგეები საავადმყოფოებიდან გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში და ოჯახებისთვის დაღუპულთა ცხედრების გადაცემაზე უარი თქვა", - განაცხადა რავინა შამდასანმა. ცნობისთვის, საქმე ეხება 22 წლის მაჰსა ამინს, რომელიც ირანში ჰიჯაბის ტარების კანონების დარღვევისთვის დააპატიმრეს, რის შემდეგაც იგი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. აღნიშნულმა ფაქტმა, გამოიწვია დემონსტრაციები მრავალ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში. პოლიციის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალი ავად გახდა, როდესაც ის სხვა ქალებთან ერთად ელოდებოდა პოლიციას. მაგრამ ამინის მამამ არაერთხელ თქვა, რომ მის ქალიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა და დასძინა, რომ მას ფეხის სისხლჩაქცევები ჰქონდა. თეთრი სახლის სპიკერის თქმით, „მაჰსა ამინისთვის სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული იქნა იმის გამო, რომ ის ატარებდა "არაშესაფერისს" ჰიჯაბს, რაც არის ადამიანის უფლებების შემზარავი და საშინელი შეურაცხყოფა“. საპროტესტო გამოსვლები ყველაზე ინტენსიური იყო ქურთისტანის რეგიონში, სადაც ხელისუფლებამ ჩაახშო 8-დან 10 მილიონამდე ქურთი უმცირესობის საპროტესტო აქციები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)