|
2022-10-26 09:42:43, 1150 ნახვა
მსოფლიო
შტაინმაიერი ზელენსკის - საჭიროა სამართლიანი მშვიდობა, მშვიდობამ, რომელიც პუტინს სურს, შესაძლოა, ახალი ომი გამოიწვიოს
გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, გერმანია უკრაინას ორ რეაქტიულ სისტემას და ოთხ ჰაუბიცას გადასცემს. ამის შესახებ უკრაინაში მყოფმა შტაინმაიერმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შტაინმაიერის თქმით, გერმანია უკრაინის დახმარებას საჰაერო თავდაცვის სისტემებით გააგრძელებს. „მე გეთანხმებით თქვენ, რომ საჭიროა სამართლიანი მშვიდობა. მშვიდობამ, რომელიც პუტინს სურს, შესაძლოა, ახალი ომი გამოიწვიოს“, - ასე მიმართა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრისას. ზელენსკის თქმით, შეხვედრაზე გერმანიის პრეზიდენტთან ერთად, უკრაინისა და ევროპის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილა. "უკრაინაში მშვიდობის დამყარებაში და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში გერმანიის წვლილი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, გერმანიის პრეზიდენტი უკრინაში გუშინ, 25 ოქტომბერს ჩავიდა. ვიზიტის დროს, ჩერნიგოვის რეგიონში, ქალაქ კორიუკოვკაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს საჰაერო განგაშის დროს თავშესაფარში გადასვლაც მოუწია. აღსანიშნავია, რომ შტაინმაიერს თავდაპირველად ზელენსკისთან შეხვედრა გასულ ხუთშაბათს სურდა, თუმცა, მან ვიზიტი გადადო, რადგან საგარეო უწყებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ისევე, როგორც ფედერალურ პოლიციას და სხვა ხელისუფლებას, აშკარად ჰქონდათ უსაფრთხოების პრობლემები. გასულ კვირას ვიზიტის გაუქმების შემდეგ, უკრაინისა და გერმანიის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. გაზაფხულზე კიევსა და ბერლინს შორის ურთიერთობებში დამატებითი დაძაბულობა გაჩნდა შტაინმაიერის ვიზიტზე უარის თქმის გამო - უკრაინულმა მხარემ უარი თქვა მის მიღებაზე რუსეთთან მრავალწლიანი მჭიდრო ურთიერთობის გამო, სანაცვლოდ კი ფედერალური კანცლერი მოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)