|
2022-10-23 10:56:34, 1424 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით 16 ე.წ. კამიკაძე დრონი გაანადგურეს
უკრაინამ 23 ოქტომბრის ღამეს 16 ირანული Shahed-136 ჩამოაგდო. აღნიშნულ ინფორმაციას Telegram-ზე უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. მათი ცნობით, 11 დრონი მიკოლაევის ოლქში, დანარჩენი კი, უკრაინის აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთში გაანადგურეს. ცნობისთვის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) გასულ კვირას რუსეთისთვის ირანული შეიარაღების მიწოდებაზე გამოძიება დაიწყო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, SBU-ს გამომძიებლებმა, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, უნდა დაადგინონ ყველა პირი, ვინც რუსეთის ფედერაციისთვის ირანული დრონების - "შაჰედ-136"-ის და "მოჰაჯერ-6"-ის, აგრეთვე მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებაში მონაწილეობს. უსაფრთხოების სამსახურში ფიქრობენ, რომ ირანის ხელისუფლებისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლები შეგნებულად ეხმარებიან რუსეთის ფედერაციას უკრაინის წინააღმდეგ ომში. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა უსაფრთხოებისა და პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბრისას უარყო, რომ ირანმა მოსკოვს უპილოტო თვითმფრინავები მიაწოდა. ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი აცხადებს, რომ "ირანი არ უგზავნის იარაღს უკრაინაში მეომარ მხარეებს და ომის დასრულება სურს". ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცებით კი, "ირანი აგრძელებს ტყუილს, თუმცა მსოფლიომ იცის, რუსეთი მის დრონებს მოსახლეობაზე თავდასხმისთვის იყენებს". სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია ირანიდან რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების გაგზავნის მტკიცებულების შესახებ, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭო 2231 რეზოლუციას არღვევს.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)