|
2022-10-11 13:23:02, 1190 ნახვა
მსოფლიო
მოვითხოვთ, რომ რუსეთმა შეწყვიტოს თავდასხმები - 11 ევროპელი ლიდერი განცხადებას ავრცელებს
შეგახსენებთ, რომ სამხედრო დანაშაულს და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს,- ასე გამოეხმაურა 11 ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი რუსეთის გუშინდელ თავდასხმას უკრაინაზე. განცხადებას ხელი მოაწერეს და ომი დაგმეს: ბულგარეთის, მონტენეგროს, ჩეხეთის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის პრეზიდენტებმა. „შეგახსენებთ, რომ სამხედრო დანაშაულს და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს და მთელი მსოფლიოს სასამართლოების იურისდიქციაში ხვდება. ჩვენი ქვეყნების სახელით, მოვითხოვთ, რუსეთმა შეწყვიტოს სამოქალქო ობიექტებზე თავდასხმები“, - აღნიშნულია განცხადებაში. ლიდერები თქმითვე, რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა მიუღებელია. „ამ კონტექსტში ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, დავიცვათ ჩვენი ქვეყნები და მოკავშირეები“,- ვკითხულობთ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ყირიმის ხიდზე თავდასხმის საპასუხოდ რუსეთმა 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებზე საპასუხო იაერიში მიიტანა. მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო. ამასთან აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 84 რაკეტა ესროლეს. მათგან 56 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინის ქალაქებზე თავდასხმის შემდეგ დაიღუპა 19-მდე ადამიანი, ხოლო 105 დაშავდა. მოგვიანებით, რუსეთის დიქტატორმა, ვლადიმერ პუტინმა აღიარა უკრაინის ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის დაბომბვა და უკრაინას ახალი დარტყმებით დაემუქრა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)