|
2022-10-07 10:32:55, 1501 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი სომხეთში სამოქალაქო მისიას აგზავნის
ევროკავშირი სომხეთში სამოქალაქო მისიას აგზავნის,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია პრაღაში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ერთობლივი შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ევროკავშირის მისიის მიზანი აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესში სომხეთის დახმარება იქნება. როგორც ევროკავშირში აცხადებენ, მისია ოქტომბერში დაიწყებს მუშაობას და სომხეთში ორი თვის განმავლობაში დარჩება, მთავარი მიზანი კი ორ ქვეყანას შორის ნდობის გამყარება იქნება. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი აღიარებენ, რომ ერთგულები არიან გაერო-ს წესდების და „ალმა-ათის 1991 წლის დეკლარაციის“, რომელშიც ორივე მხარე აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო. მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს. ერევანმა დილით მიმართა რუსეთს, CSTO-ს და გაეროს უშიშროების საბჭოს. სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. ერევნის ცნობით, ბაქომ გამოიყენა დრონები და ასევე მიიღო "მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის" ზოგიერთ რაიონში. დაზარალდა საზღვარზე მდებარე ტერიტორიები - გეღარქუნიკის, ვაიოც ძორის, სიუნიქის რეგიონები (აკავშირებს სომხეთს ირანთან), რომლებიც არ არის დაკავშირებული მთიან ყარაბაღთან. მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სომხური მხრიდან 207, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან 79 სამხედრო დაიღუპა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. ამასთან, 6 სექტემბერს, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანი ცეცხლის გასხსნასა და 1 სამხედროს მოკვლაში დაადანაშაულა, რაც ბაქოში უარყვეს.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)