|
2022-10-06 14:23:20, 1718 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა,- აღნიშნულის შესახებ ინფრომაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა, ანდრეი ერმაკმა Telegram-ში განაცხადა. როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა განაცხადა, ასევე მიღებულია გადაწყვეტილება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ზღვრული ფასის დაწესების შესახებ. „ევროკავშირმა დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი, მათ შორის ნავთობის ფასის ზღვარი. ეს მშვენიერია, ჩვენ ავიღებთ გაზს. ჩვენ ვაწვებით რუსეთს“, - წერს ერმაკი. გარდა ამისა, ასევე იკრძალება რუსეთიდან ფოლადისა და სხვა ფოლადის ნაწარმის, ხის, ქაღალდის, პლასტმასის, სიგარეტის, ძვირფასი ქვების, ფერადი და ძვირფასი ლითონების და სხვა საქონლის იმპორტი. აკრძალულია არქიტექტურული და საინჟინრო მომსახურების გაწევა, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და იურიდიული კონსულტაციების საკონსულტაციო მომსახურება. აღსანიშნავია, რომ სანქციები ასევე დაწესდება 35 ახალ პირსა და კომპანიაზე, რომლებიც ომში არიან ჩართულნი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფიქტიური რეფერენდუმის გამართვასა და პროპაგანდას. შეგახსენებთ, რომჯერ კიდევ 28 სექტემბერს ევროკომისიამ შესთავაზა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი მერვე პაკეტი ფსევდორეფერენდუმების ჩატარებასთან და უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მცდელობასთან დაკავშირებით. ამასთან, მანამდე 5 ოქტომბერს, ლიტვის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში, არნოლდას პრანკევიჩიუსმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი ითვალისწინებს მესამე ქვეყნებისთვის ნავთობის ფასებზე შეზღუდვების დაწესებას, 7 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქციის იმპორტსა და ექსპორტზე.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)