|
2022-09-22 11:23:29, 1287 ნახვა
საზოგადოება
გრიგოლ ნარსიას ადვოკატი - მძევლად აყვანილ პირებს, სავარაუდოდ, გაუთქმელობაზე მოაწერინებენ ხელს
ქუთაისში „საქართველოს ბანკში“ მძევლად აყვანილ პირებს, სავარაუდოდ, გაუთქმელობაზე მოაწერინებენ ხელს,- ამის შესახეებ გრიგოლ ნარსიას ადვოკატმა, დალი სალუქველიძემ განაცხადა. მისი თქმით, შესაძლებელია, რომ გრიგოლ ნარსიას ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდეს, რათა დადგინდეს რამდენად მდგრადია მისი ფსიქიკური მდგომარეობა. „ძალიან სავალალო, რთულ მდგომარეობაშია. დღეს ჩემი ინიციატივით ვარ მოსული, რომ მას შევხდე და გარკვეულ საკითხებზე შევთანხმდეთ. რაც შეეხება აღკვეთი ღონისძიების დაყენების საკითხს, თუ რა სახის აღკვეთ ღონისძიებას შევთავაზებთ ჩვენ სასამართლოს, ალბათ ამასაც დაკავებული პირის ინიციატივით და მასთან შეთანხმებით გავაკეთებთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია არის თუ არა ჯანმრთელობის, სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნული მის დაზიანებასთან დაკავშირებით და გასარკვევია იყო თუ არა აუცილებელი დაზიანებების მიყენება, რომლებიც ფიზიკურად აღიქმება",- განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ ორშაბათს, 20 სექტემბერს ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში თავდასხმა მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)