|
2022-09-21 17:44:52, 1311 ნახვა
საზოგადოება
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და შპს „ლინიატე ჯორჯიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და შპს „ლინიატე ჯორჯიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც გულისხმობს 3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამის მონაწილეების შესახებ ინფორმაციის გაცვლას - კამპანიის #გაუზიარეწარმატება ფარგლებში - მათი შემდგომი დასაქმების მიზნით. საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, შეთანხმების ფარგლებში, მხარეები ასევე უზრუნველყოფენ სხვადასხვა ორმხრივად მისაღები ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში თანამშრომლობას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებთან დაკავშირებით, ასევე ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროს პოპულარიზაციის ხელშეწყობას. კომპანია ლინეატე საერთაშორისო IT კომპანიაა, რომლის მთავარი ოფისი ნიუ იორკში მდებარეობს, ასევე ოფისები აქვს საქართველოში, პოლონეთსა და სომხეთში. კომპანია ქმნის მომხმარებელზე მორგებულ კომპიუტერულ პროგრამებს, რაც მათ ურთულესი ბიზნეს ამოცანების, უმთავრესად კი კომპლექსური მონაცემების მიერ გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში ეხმარება. კომპანიას ამ სფეროში საქმიანობის 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. 2022 წელს, ლინეატმა საქართველოში დააარსა Lineate საქართველოს რეგიონული ოფისი, რომელშიც ამ ეტაპზე დასაქმებულია 70-მდე ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)