10:50 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-21 11:57:20, 1113 ნახვა

საზოგადოება
კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულდა

კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე, სადაც მიმდინარე წლის ივნისში მიწის მასის ჩამოშლამ  გზის სავალი ნაწილი დააზიანა, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ფერდის გამაგრების სამუშაოები სპეციალისტების მიერ ჩატარებული დეტალური კვლევის შედეგად დაიგეგმა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი რეაბილიტირებულ გზაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე აღდგება. 

„კოჯორში იუნკერთა ქუჩაზე, სადაც მიმდინარე წლის ივნისში, მიწის მასა ჩამოიშალა და გზის სავალი ნაწილი დააზიანა, გადაადგილება შეუძლებელი, თუმცა, მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულებულია. კერძოდ, აღნიშნულ მისამართზე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, უსაფრთხოების მიზნით, ოპერატიულად დაიწყო გადაუდებელი  სამუშაოები. პირველ რიგში, სპეციალისტებმა ჩაატარეს დეტალური კვლევა, რის მიხედვითაც, დაიგეგმა ფერდის გამაგრების სამუშაოები. კერძოდ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო ვერტიკალური და ჰორიზონტალური ანკერები, აშენდა რკინა-ბეტონის კედელი, გაბიონები და ამჟამად, სავალ ნაწილზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი სწრაფად აღდგენა, რადგან ამ გზით უამრავი ადამიანი სარგებლობს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, პროექტი, დაახლოებით, 24 სექტემბრისთვის დასრულდება და გადაადგილება ორმხრივად, თავისუფლად იქნება შესაძლებელი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics