16:24 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-07 15:01:55, 1085 ნახვა

პოლიტიკა
კრამონი - არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობთ გვარამიაზე, ის დარღვეული სასამართლო სისტემის მაგალითია

არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობთ ნიკა გვარამიაზე, როგორც პიროვნებაზე, ის არის დარღვეული სასამართლო სისტემის მაგალითი საქართველოში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს სთხოვა ნებართვა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოსანახულებლად, თუმცა პენიტენციურ დაწესებულებაში არ შეუშვეს. 

"სასამართლოს დამოუკიდებლობა საქართველოში მთავარი მოთხოვნაა 12 პუნქტში. არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობთ ნიკა გვარამიაზე, როგორც პიროვნებაზე, ის არის დარღვეული სასამართლო სისტემის მაგალითი საქართველოში. გამჭვირვალობისთვის, მე ვთხოვე იუსტიციის სამინისტროს ციხეში გვარამიასთან შესვლის ნებართვა. გასაკვირი არაა, პასუხი არაადეკვატური/პასუხი არ არის",- წერს ფონ კრამონი. 

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფეიქრიშვილზე ძალადობისთვის ყიფიანს, ბილანიშვილს და კიდევ 3 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ
ხაბეიშვილზე თავდასხმისათვის დაკავებულ ყოფილ ძალოვნებს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პარტია "დროა" არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
მიქანაძე: საქართველო-ჩინეთს შორის განათლების სფეროში მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics