|
2022-09-07 10:41:36, 1049 ნახვა
პოლიტიკა
ამერიკამ აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა
აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას, ამერიკამ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ თოდრიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა. მისი თქმით, დევნილის სტატუსი 4-წლიანი პროცესის შემდეგ მიენიჭა. თორდიამ საქართველო მას შემდეგ დატოვა,რაც სასამართლომ მისი ცემის ფაქტზე ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე გაამართლა. "ფარცხალაძეს გადაეცა მიწის ნაკვეთები, რამდენიმე მიწის ნაკვეთი მილიონის ღირებულების, რომელიც ყოველგვარი ტენდერისა და კონკურსის გარეშე განახორციელეს. ამას მოყვა, ოთარ ფარცხალაძის თავდასხმა ჩემზე, სადაც მან პირდაპირ მითხრა, რომ როგორ გავბედე და ვაგროვებდი მასზე კომპრომატებს. გამოძიებაც მათ შორის ისე წარიმართა, რომ საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარიყო, კერძოდ გამართლდა ოთარ ფარცხალაძე. ყველა ეს ბრძანება გათვალისწინებული იყო ამერიკული სასამართლოს მიერ, რის შედეგად მე მომენიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი, იმ პერიოდამდე სანამ შევძლებ სამართლიანობის მიღწევას"- ამბობს ლაშა თორდია „მთავარ არხთან “ ინტერვიუში. ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტი კი 2017 წლის 12 მაისს მოხდა, ღამის კლუბ „ელ ცენტროში“. გამოძიება ამ საქმეზე ცემის მუხლით მიმდინარეობდა, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ კი მოითხოვდა ოთარ ფარცხალაძისა და მიხეილ ჩოხელისთვის წარდგენილი ბრალის გადაკვალიფიცირებას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას, მისი საქმიანობიდან გამომდინარე. ამ საქმეზე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით დაეკისრა მხოლოდ ერთ პირს, ფინანსური პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, მიხეილ ჩოხელს.
ფეიქრიშვილზე ძალადობისთვის ყიფიანს, ბილანიშვილს და კიდევ 3 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ
ხაბეიშვილზე თავდასხმისათვის დაკავებულ ყოფილ ძალოვნებს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პარტია "დროა" არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
მიქანაძე: საქართველო-ჩინეთს შორის განათლების სფეროში მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)