|
2022-09-07 10:02:17, 807 ნახვა
პოლიტიკა
ოლივერ ვარჰეი - როდესაც შესრულდება 12-ვე პრიორიტეტი, ჩვენი მხრიდან იქნება გადაწყვეტილება მიღებული
როდესაც შესრულდება 12-ვე პრიორიტეტი, ჩვენი მხრიდან დარწმუნებული ვარ, რომ იქნება და უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოუწევს ევროპული კანონმდებლობის რატიფიკაცია და განხორციელება. „უნდა დასრულდეს 12-ვე პრიორიტეტის შესრულება, იმიტომ, რომ ევროკავშირის გაფართოება არის დამსახურების საფუძველზე. როდესაც შესრულდება 12-ვე პრიორიტეტი, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება და უნდა იყოს გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან მიღებული. მეორე საკითხი, რაც მინდა წამოვჭრა ის არის, რომ გადაწყვეტილება არის იმ რეფორმების საფუძველზე, რომელიც ადგილზე მუშაობს ადგილზე უნდა მუშაობდეს ქვეყნის, ეკონომიკის, საზოგადოების და ხალხის სასიკეთოდ. ამიტომ, რეალური ინტეგრაცია ადგილზე უნდა დაიწყოს. მეტი ევროპელი ინვესტორი ჩამოვა, მეტი ვაჭრობა იქნება, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება, მეტი სოციალური ჩართულობა იქნება, იმ წესების საფუძველზე, რომელიც აქ იქმნება, ეს არის ევროპული ინტეგრაცია. ჩემი მთავარი აქცენტი არის რეალურ ინტეგრაციაზე, როგორ ვახდენთ ინტეგრაციას ჩვენ თვითონვე, ჩვენს მეზობლებთან. წელს რას უნდა ელოდოთ ჩვენგან - ბოლო ნაწილი გადაწყვეტილების და მოსაზრების, ეს არის ხანგრძლივი და მოცულობითი დოკუმენტი, რომელიც ადარებს განაცხადს, პოტენციურ განაცხადს და ევროკავშირის კანონმდებლობის განხორციელებას საქართველოში. ანუ საქართველო როგორ შეძლებს სრული განაცხადის განხორციელებას. ჩვენ გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, იქ არის განსაზღვრული ასპექტები, ის არ არის იდენტური. 70 პროცენტი არის თანხვედრაში, იმიტომ, რომ მესამე ქვეყნებმა არ უნდა გამოიყენოთ სრულად ჩვენი დირექტივები, მაგრამ 70 პროცენტი მასში უკვე ასახულია. თქვენ რაც გაქვთ, არის გარკვეულწილად შესაბამისობა, მაგრამ მთავარია, როგორ მოხდება მომავალში ამის შესრულება. საქართველოს არა მარტო მოუწევს ევროპული კანონმდებლობის რატიფიკაცია, არამედ განხორციელება. ამიტომ, სამივე აპლიკანტს დავაკვირდებით ამ კუთხით. მომდევნო წელს სამივე ახალი კანდიდატი, იმედი მაქვს, რომ იმ დროისთვის საქართველო კანდიდატი იქნება, მაგრამ ვნახოთ, სამივეზე იქნება ანგარიში დაწერილი, როგორც ნებისმიერ სხვა კანდიდატებზე ვწერდით. გადაწყვეტილება დიდად სავარაუდოა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა მიიღონ. ეს არის პროცესი, ყოველთვის ასე ხდებოდა და არა მგონია, ამჯერად რამე შეიცვალოს", - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
ფეიქრიშვილზე ძალადობისთვის ყიფიანს, ბილანიშვილს და კიდევ 3 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ
ხაბეიშვილზე თავდასხმისათვის დაკავებულ ყოფილ ძალოვნებს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პარტია "დროა" არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
მიქანაძე: საქართველო-ჩინეთს შორის განათლების სფეროში მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)