16:46 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-06 11:02:29, 922 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ს დაზვერვა - მოსკოვი ჩრდილოეთ კორეისგან საარტილერიო ჭურვებსა და რაკეტებს ყიდულობს

მოსკოვი ჩრდილოეთ კორეისგან საარტილერიო ჭურვებსა და რაკეტებს ყიდულობს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი აშშ-ს დაზვერვაზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის მიერ მოყვანილი ცნობები ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს.
მათი თქმით, მოსალოდნელია, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან სამხედრო აღჭურვილობას კვლავ შეიძენს. 

მათივე თქმით, ეს შესყიდვები მიუთითებს იმაზე, რომ ექსპორტის ნაწილობრივი კონტროლისა და სანქციების გამო, კრემლს უკრაინაში იარაღის მიწოდების დეფიციტი აქვს.

"რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჩრდილოეთ კორეისგან მილიონობით რაკეტისა და საარტილერიო ჭურვის შეძენის პროცესშია". - ამბობს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინასთან ომში ირანული წარმოების თვითფრინავების გამოყენება დაიწყეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციები ქუჩის არეულობაში გადაიზარდა, ერთ კვირაში 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
გორდულაძე პატიმრის განცხადებაზე გაუპატიურების შესახებ - ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
პუტინისტმა ფიფიამ პროპაგანდისტულ СОЛОВЬЁВ LIVE -ს ეთერში რუსეთ-საქართველოს დალაგებად ურთიერთობაზე და "გეორგიევსკის" ქვედანაყოფზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics