|
2022-09-02 18:19:35, 1025 ნახვა
პოლიტიკა
ხუნდაძე - არავის ეგონოს, რომ ჩვენ მხოლოდ ოთხნი ვართ, ამას მალე დაინახავს საზოგადოება, ოთხეულმა კი არ დაასრულა მოღვაწეობა, ახლა იწყებს
არავის ეგონოს, რომ ჩვენ მხოლოდ ოთხნი ვართ, ამას მალე დაინახავს საზოგადოება. ოთხეულმა კი არ დაასრულა მოღვაწეობა, ოთხეული ახლა იწყებს, - „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას. მისი თქმით, მიზანი პრინციპულია და ამ მიზნის ირგვლივ საზოგადოების დიდი ნაწილი გაერთიანდება. „ჩვენ ქვეყნის ინტერესებს ვიცავთ და აქ კომპრომისი ვერ იქნება. ის, რომ საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა რეალური იყო, ამას სიჩუმე ვერ დააზღვევდა და სწორედაც რომ ხმამაღლა იყო სათქმელი, რამაც ეს რისკები ამ ეტაპზე მინიმუმამდე დაიყვანა. ჩვენი მხრიდან ხმამაღლა „წაკითხულმა“ მზაკვრულმა სცენარმა, რომელიც თითქოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ემსახურებოდა, არადა, რეალურად, ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლას გეგმავდა, ჩაშალა. ქუჩის აურზაური შეიცვალა პოლიტიკოსების საუბრებით და რეალურად, გააჩინა სტატუსის მინიჭების რეალური პერსპექტივა. ჩვენმა პრინციპულობამ ხელი უნდა შეუწყოს ჭეშმარიტ პარტნიორულ ურთიერთობებსაც ისე რომ, ანგარიშგასაწევი იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობა და მისი სუვერენიტეტი ფურცელზე დეკლარირებას გასცდა და ამას მოქალაქეები სიამაყით აღნიშნავენ. ქართული სახელმწიფო დღეს ხმამაღლა საუბრობს საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების უპირატეს ინტერესებზე და „დიდი ძმების“ დაკვეთების ბრმად შემსრულებელი აღარ არის. არის მცდელობა, რომ საზოგადოება აგენტურით იმართებოდეს, რაც ყოვლად მიუღებელია ქვეყნისთვის. ფაქტია, რომ ჩვენ მძიმე ტვირთი ვიკისრეთ, ღიად ვისაუბრეთ პოლიტიკურ კულისებში მიმდინარე ისეთ საკითხებზე, რასაც ბევრი ვერ გაბედავდა. სათქმელი კიდევ უფრო მეტი გვაქვს, მაგრამ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ უმჯობესია, ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანა არ გახდეს საჭირო. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, ჩემთვის იმის მანიშნებელი იყო, რომ პროცესები სასიკეთოდ წარიმართება. პრეზიდენტზე კი რა გითხრათ, რომელმაც ვიღაც ოთხეულად მოიხსენია არაერთგზის პარლამენტის წევრები, რომელთა უკანაც ამომრჩეველთა დიდი არმია დგას. მას მინდა, შევახსენო, რომ „ამ ვიღაცების“ წყალობით გახდა პრეზიდენტი, რაშიც თავად მისი წვლილი არც მეტი და არც ნაკლები, ნულია. ჩვენმა ქმედებებმა და საზოგადოების მხარდაჭერამ უკვე არაერთგზის გამოიღო შედეგი და პოზიტიური ეფექტი მომავალშიც იქნება. ბუნებაში უკვალოდ არაფერი იკარგება და არც დიდხანს დარჩება დაფარული ბევრი რამ. არავის ეგონოს, რომ ჩვენ მხოლოდ ოთხნი ვართ, ამას მალე დაინახავს საზოგადოება. ჩვენი მიზანი პრინციპულია და ამ მიზნის ირგვლივ საზოგადოების დიდი ნაწილი გაერთიანდება. მინდა, იცოდეთ, ოთხეულმა კი არ დაასრულა მოღვაწეობა, ოთხეული ახლა იწყებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)