|
2022-09-01 11:02:33, 6700 ნახვა
მსოფლიო
Energoatom - რუსეთის დაბომბვის გამო, ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მეხუთე ენერგობლოკი გაითიშა
რუსეთის დაბომბვის გამო, ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაითიშა ავარიული დაცვა და გამორთული იყო მე-5 ენერგობლოკი, დაზიანდა სადგურის დამხმარე ელექტროგადამცემი ხაზიც,- ამის შესახებ ბირთვულმა ოპერატორმა Energoatom-მა განაცხადა. Energoatom-ის ცნობით, უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა რუსების დანაშაულებრივ ქმედებებს ბლოკის გამორთვა და სადგურის გაჩერება მოჰყვა „დღეს,1 სექტემბერს, დილის 04:57 საათზე, ზაპორიჟიესს ატომური ელექტროსადგურზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგი თავდასხმის შედეგად, საგანგებო დაცვა გაითიშა და მე-5 ენერგობლოკი გამორთული იყო. უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა რუსების დანაშაულებრივ ქმედებებს მოჰყვა ბლოკის გამორთვა და სადგურის გაჩერება. მე-6 ენერგობლოკი აგრძელებს მუშაობას უკრაინის ენერგოსისტემაში. პერსონალი ყველაფერს აკეთებს ზიანის აღმოსაფხვრელად“,- აღნიშნულია განცხადებაში. გარდა ამისა, როგორც ენერგოდარის მერმა დიმიტრი ორლოვმა განაცხადა, ქალაქში სროლა დილის 5 საათიდან არ შეწყვეტილა. მისივე თქმით, ავტომატური აფეთქებები ქალაქშიც ისმის. შეგახსენებთ, რომ 25 აგვისტოს ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დღის განმავლობაში მიღებულ იქნა ინფორმაცია ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის შესახებ. სადგურის გაჩერების ინციდენტს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც და აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინა და ყველა ევროპელი ჩააყენა იმ სიტუაციაში, როდესაც რადიაციულ კატასტროფას ერთი ნაბიჯი აშორებდათ. მისივე თქმით, ისტორიაში პირველად, მოხდა ისე, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა, რასაც შეიძლებოდა მოყოლოდა რადიაციული ავარიის შედეგები. ამასთან, 26 აგვისტოს, ბირთვულმა ოპერატორმა Energoatom-მა განაცხადა, რომგაჩერებული ზაპოროჟიეს ერთ-ერთი ელექტროსადგური მიუერთდა ელექტრო ქსელს და ემატება სიმძლავრე. ამასთან გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტთა 14-კაციანი ჯგუფი ატომურ ელექტროსადგურზე გუშინ ჩავიდა. როგორც IAEA-ს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში აღნიშნა, ელექტროსადგურზე ექსპერტები "რამდენიმე დღის" გატარებას გეგმავენ.
NYT: აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლუკოილის აქტივების მრავალმილიარდიანი გარიგების საგანია
საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციები ქუჩის არეულობაში გადაიზარდა, ერთ კვირაში 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
გორდულაძე პატიმრის განცხადებაზე გაუპატიურების შესახებ - ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)