20:26 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-31 11:02:33, 1386 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, 461 ჰექტარზე, ახალი მრავალწლოვანი ბაღების გაშენება დაფინანსდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ხანიშვილთან,  შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ მიხეილ შაყულაშვილთან და გორის მერ ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფებოდა, სადაც  სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ მხარდაჭერით გაშენებული, ფერმერ ალექსანდრე გუგუტიშვილის ვაშლის ბაღი დაათვალიერა.

„ჩვენ ვახორციელებთ არაერთ მიზნობრივ პროგრამას, რითაც მეხილეობის განვითარებას ვუწყობთ ხელს; შენდება ახალი ინტენსიური ბაღები, რაც ნიშნავს, რომ გვექნება ხარისხიანი მოსავალი. ხარისხიანი მოსავლის რეალიზაცია კი, შესაბამისად, მაღალ ფასებში განხორციელდება”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ადგილობრივმა ფერმერმა, ალექსანდრე გუგუტიშვილმა, 2021 წელს,  0.5 ჰექტარზე ვაშლის ბაღის გაშენებისათვის თანადაფინანსება 5,519 ლარი მიიღო. ფერმერმა, 2020-2021 წლებში, შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროექტითაც ისარგებლა, რომლის ფარგლებში,  ბაღის გაშენებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, სესხის პროცენტის თანადაფინანსება 11%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ახალი მრავალწლოვანი ბაღების გაშენება დაფინანსებულია 461 ჰექტარზე, სახელმწიფო თანადაფინანსება 4,6 მლნ ლარს აღემატება. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics