22:03 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-26 11:22:44, 1400 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონის“-ს ფარგლებში ქალაქ კასპში სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონის“-ს ფარგლებში ქალაქ კასპში სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამუშაოები ქალაქის 2 ცენტრალურ - გიორგი სააკაძის და მერაბ კოსტავას ქუჩაზე ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში  დასრულებულია 5 მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის, სახელმწიფო დაკერძო საკუთრებაში არსებული ობიექტების გარე ფასადების რეაბილიტაცია: მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, რკინიგზის სადგურის, მელიორაციის, შპს „კასპის კეთილმოწყობას და სხვა შენობების. საფეხმავლოები მოეწყო ახალი ფილებითა და განათების ბოძებით, დამონტაჟდა მოაჯირები.

„ამჟამად მიმდინარეობს მერაბ კოსტავას, გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტების და გმირთა მემორიალის მოპირკეთება, კოსტავას ქუჩაზე არსებული კედლის და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობების ფასადების რეაბილიტაცია.

მასშტაბური სამუშაოები ჩაუტარდა და დასრულების პროცესშია  გ. სააკაძის სახელობის სკვერი, სადაც დაირგა უნიკალური ჯიშის ხე - მცენარეები, მოპირკეთდა გ. სააკაძის ძეგლის კვარცხლბეკი, გაიწმინდა ძეგლი,  ეწყობა შადრევანი. მიმდინარეობს რკინიგზის გასწვრივ მდებარე სკვერის და მცირე აუზის რეაბილიტაცია. მოსახლეობა მალე განახლებულ სკვერებში შეძლებს დასვენებას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics