15:46 - 14 Nov, 2026
|
2022-08-24 11:46:31, 2152 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - უკრაინელების სამაგალითო ბრძოლა ხაზს უსვამს დამოუკიდებლობის დიდ მნიშვნელობას
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისი თქმით, უკრაინელების სამაგალითო ბრძოლა თავისუფლებისთვის ხაზს უსვამს დამოუკიდებლობის დიდ მნიშვნელობას. "ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. თქვენი სამაგალითო ბრძოლა თავისუფლებისთვის ხაზს უსვამს დამოუკიდებლობის დიდ მნიშვნელობას. უკრაინის ხალხს ვუსურვებთ უწყვეტ ძალასა და სიმამაცეს, რათა დაიცვან თავიანთი სამშობლო და უზრუნველყონ მშვიდობიანი და აყვავებული მომავალი",- წერს პაპუაშვილი. დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის გამოცხადების 31 წლისთავს აღნიშნავს. ეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად ზაფხულის ბოლოს აღინიშნება. წელს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყველა უკრაინელისთვის.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პარტია "დროა" არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
მიქანაძე: საქართველო-ჩინეთს შორის განათლების სფეროში მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)