|
2022-08-17 21:22:00, 1232 ნახვა
პოლიტიკა
ხუნდაძე - დეგნანი უკვე ნაციონალური მოძრაობის მესიჯბოქსით საუბრობს, რაც ძალიან სამწუხაროა
დეგნანი ენმ-ს მესიჯბოქსით საუბრობს. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისივე თქმით, დამატებითი კითხვები ჩნდება, ამერიკის ელჩს არ უნდა უკვირდეს მაჟორიტარული სისტემის უპირატესობა. "ჩვენ გვინდა დასავლური ურთიერთობები, არ ვაპირებთ რუსეთში დაბრუნებას, მაგრამ ასევე არ ვაპირებთ, რომ პარტნიორული ურთიერთობები გადავიყვანოთ ისევ უფროსი ძმის და მაღალი ტონალობის ჩვენი მხრიდან მხოლოდ მოსმენის რეჟიმში. კითხვებზე მას არ აქვს პასუხი. ეს არის უკვე მისგან გაცემული პასუხი, რომ მას არ შეუძლია არგუმენტების გაქარწყლება, გაბათილება იმ ჩვენს მიერ დასმული კითხვებისა, რაზეც მას ჩვენ ვთხოვეთ პასუხები. ამიტომ, მან აირჩია არა დიპლომატიური, შეურაცხმყოფელი ენა და გადადის ზოგად საკითხებზე. ასევე დააფიქსირა პოზიცია, როგორც მხარემ. ის საუბრობს უკვე ნაციონალური მოძრაობის მესიჯბოქსით, რაც ძალიან სამწუხაროა. მან ისაუბრა შეუსრულებელ დაპირებებზე და ვფიქრობ, ის გულისხმობდა საკონსტიტუციო ცვლილებას მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, დამატებითი კითხვები ჩნდება, ამერიკის ელჩს არ უნდა უკვირდეს მაჟორიტარული სისტემის უპირატესობა, როცა თვითონ ამერიკაში არის სუფთა მაჟორიტარული სისტემა. რაც შეეხება შეუსრულებელ დაპირებებს, სხვათა შორის, ამდაგვარი შეუსრულებელი დაპირების შემდეგ ჩატარდა არჩევნები და საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ისევ ქართულ ოცნებას დაუჭირა მხარი. ელჩი თუ იწუნებს საზოგადოების ამდაგვარ გადაწყვეტილებას და მის დამოკიდებულებას კონკრეტული საკითხის მიმართ, სწორედ ეს არის ანტიდემოკრატიული". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა გავრილოვის ღამე, არშესრულებული დაპირებები და არადემოკრატიული ქმედებები მოიხსენია პოლარიზაციის საფუძვლად.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პარტია "დროა" არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
მიქანაძე: საქართველო-ჩინეთს შორის განათლების სფეროში მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)