|
2022-08-17 13:04:38, 1129 ნახვა
საზოგადოება
ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში, შვედეთის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება საქართველო“, ველური ბუნების სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებით, საქართველოს ველური ბუნების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვას უწყობს ხელს. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, დაგეგემილია კრწანისის ტყეპარკში არსებული ეკოსისტემის აღდგენა, რეკრეაციისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე გათვალისწინებული საჯარო სივრცის მოწყობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ველური ბუნების სააგენტოს უფროსმა, რევაზ ბეჟაშვილმა და პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ განმახორციელებელი ჯგუფის წევრებმა პროექტის კონცეფცია, განხორციელებული აქტივობები და სამომავლო გეგმები განიხილეს. „პროგრამის ფარგლებში, კრწანისის ტყეპარკის შიდა გზების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა - 7,5 კმ საგზაო მონაკვეთს აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა; დასრულდა 150 ჰა-ს შეღობვის, ღობის პერიმეტრის გამწვანებისა და გარე განათების სამუშაოები; მოეწყო დეკორატიული სკვერები და სარწყავი სისტემები. ტყეპარკში სხვადასხვა სახეობის 5000-მდე მწვანე ნარგავი დაირგა და ბალახის საფარი დაიგო. გარდა ზემოაღნიშნულისა, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება საქართველოს“ ფარგლებში, მუშაობა მიმდინარეობს კანონპროექტზე „ნადირობისა და სანადირო სახეობათა მართვის შესახებ“, რაც ხელს შეუწყობს ბრაკონიერობის შემცირებასა და ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ მონადირეთა სერტიფიცირების სისტემის შექმნას. კანონპროექტის მიზანია ნადირობის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ფასეულობების თანაბრად გათვალისწინება და სანადირო სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს (ჰაბიტატი) მდგრადი მართვა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)