15:26 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-16 21:23:11, 988 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელები თავისიანს არ მიატოვებენ, ვემახსოვრები

მე ვარ ტყვე საქართველოს ციხეში, თუმცა ჩემი გული უკრაინაშია. - ის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ უკრაინელები თავისიანს არ მიატოვებენ და ემახსოვრებათ.

"მე ვარ ტყვე საქართველოს ციხეში, თუმცა ჩემი გული უკრაინაშია. ჩემი ჯანმრთელობა განადგურდა, თუმცა მსურს, უკრაინელმა თანამემამულეებმა იცოდნენ, რომ სულიერად და ფიზიკურად მეხმარება ჩვენი ჯარისკაცების გმირობა, ხალხის ერთიანობა, პრეზიდენტ ზელენსკის ლიდერობა, უკრაინისადმი მთელი მსოფლიოს მხარდაჭერა და გამარჯვებაზე ჩემი უსაზღვრო რწმენა. 

მე მსურს, უკრაინა იყოს თავისუფალი და მინდა, რომ ბრძოლაში მივიღო მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელები თავისიანს არ მიატოვებენ, ვემახსოვრები". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით მძიმეა, რის გამოც მის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პარტია "დროა" არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
მიქანაძე: საქართველო-ჩინეთს შორის განათლების სფეროში მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics