|
2022-08-12 18:07:19, 1730 ნახვა
პოლიტიკა
IDFI - გოგაშვილის საქმე აჩენს ეჭვებს, რომ მისი მიზანია მამხილებლის დასჯა და არა მართლმსაჯულების აღსრულება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის სისხლის სამართლის საქმე აჩენს ეჭვებს, რომ მისი მიზანია მამხილებლის დასჯა და არა მართლმსაჯულების აღსრულება. - ამის შესახებ ორგანიზაცია IDFI-მ განაცხადა. მათივე თქმით, საქართველოს პროკურატურას ამ დრომდე არ უცნობებია საზოგადოებისთვის, დაიწყო თუ არა გამოძიება ამომრჩეველთა ხმების მობილიზაციის მიზნით სავარაუდოდ ჩადენილ სისტემურ დანაშაულებზე. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის სისხლის სამართლის საქმე აჩენს ეჭვებს, რომ მისი მიზანია მამხილებლის დასჯა და არა მართლმსაჯულების აღსრულება. სამართალდამცავმა ორგანოებმა განსაკუთრებული ზომები უნდა მიიღონ, რათა არ გაჩნდეს ეჭვები იოსებ გოგაშვილისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. იოსებ გოგაშვილის ადვოკატის 11 აგვისტოს განცხადებასთან დაკავშირებით უნდა დაიწყოს გამოძიება. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავება. 15 ივლისს, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ის დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პარტია "დროა" არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
მიქანაძე: საქართველო-ჩინეთს შორის განათლების სფეროში მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)