|
2022-08-10 21:21:49, 2503 ნახვა
პოლიტიკა
პოდოლიაკი - აუცილებელია, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს
საქართველო ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდება.- ამის შესახებ მიხაილო პოდოლიაკმა „მთავარ არხთან" ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ქართველმა ოლიგარქებმა, რომელიც რუსეთის მხარეს დგანან, შესაბამისი საფასური უნდა გადაიხადონ. "საქართველო ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდება. ქართველი ერი თავისუფალი ერია. რაც შეეხება სანქციებს. ვფიქრობ რომ აუცილებელია ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს. დარწმუნებული ვარ რომ ინდივიდუალური სანქციები იქნება. ადამიანს შეუძლია ფული გამოიმუშაოს, თუმცა როდესაც ხვდები რომ შესაძლებელია შენი ფულით ადამიანების მკვლელობას აფინანსებენ, ამის გამო შენც მოგიწევს გარკვეული საფასურის გადახდა. რა თქმა უნდა როგორც საქართველოში ისე უკრაინაში იყო გამდიდრებული ადამიანების ტალღა. მათ ოლიგარქებს ვუწოდებთ. ბევრი ფული აქვთ. ყიდულობენ პარტიებს, პარლამენტში მანდატებს ითვისებენ და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა აქვთ. უკრაინამ ეს გაითავისა და ამის წინააღმდეგ გამოვიდა. ვცდილობთ, ეს პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ. საქართველოც ამ გზით უნდა წავიდეს. უნდა იყვნენ დიდი ბიზნესმენები, თუმცა მათ პოლიტიკაზე გავლენა არ უნდა ჰქონდეთ. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ამას ვერ ვხედავთ. დეოლიგარქიზაცია ეფექტური გზაა და დარწმუნებული ვარ ქვეყანას ამ გზას გაივლის. სანქციების გამო რუსეთში ბევრი ადამიანი დიდ საფასურს იხდის. აქედან გამომდინარე სასურველი იქნება რომ ქართველმა ოლიგარქებმაც, რომლებიც რუსეთის მხარეს დგანან, შესაბამისი საფასური გადაიხადონ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)