|
2022-08-10 12:07:35, 3335 ნახვა
საზოგადოება
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროს ირაკლი გვილავასა და სასახლის დირექტორ თიკა რუხაძესთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. „პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სრული სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მოიცავს: საინჟინრო ქსელების მოწესრიგებას, ბაღისა და 9 აპრილის ქუჩის მხარეს მდებარე მაღალი საყრდენი კედლის გამაგრებასა და საძირკვლის გაძლიერებას, ინტერიერში ოთახების აღდგენა-რეატავრაციას, მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს, კარ-ფანჯრების განახლებას, დაზიანებული დეკორატიული ბალუსტრადის რესტავრაციასა და მის გადაწყობა-აღდგენას, სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას შენობაზე, ეზოსა და სასახლის ისტორიულ ღობეებზე. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, დაახლოებით, 80-წლიანი ისტორიის მქონე კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდობის ცენტრია, სადაც 5 000-მდე მოსწავლე-ახალგაზრდა სხვადასხვა სერვისით სარგებლობს. რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი 33 700 000 ლარს შედგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)