|
2022-08-08 10:02:01, 824 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - ერთობის გარეშე, ვერ შემოვიერთებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალში ცხოვრობენ
2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გვირგვინით შეამკო დაღუპულ გმირთა მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მათ ხსოვნას. გვირგვინით შემკობის ცერემონია საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა, შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ,,მინდა სრულიად საქართველოს გავუზიარო დღევანდელი დღის დიდი მნიშვნელობა. ყველაფერი ტრაგიზმში არ უნდა გადავიტანოთ. ეს არის მნიშვნელოვანი დღეები და ბრძოლები, რომლებიც დამთავრდა ოკუპირებული ტერიტორიებით, ანუ ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ საქართველომ მაინც გაიმარჯვა, რადგან დღეს ჩვენი დამოუკიდებლობა უფრო ძლიერია, ჩვენი დემოკრატია უფრო ძლიერია, ჩვენი გზა ევროპისკენ უფრო ძლიერია. ამდენად, ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ. ამიტომ, დღეს უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ისინი არ უნდა დავივიწყოთ, არ უნდა შევეგუოთ ამ მდგომარეობას და წინ უნდა ვიაროთ. იმისთვის რომ წინ ვიაროთ, აუცილებელია ერთიანნი ვიყოთ. ერთობის გარეშე ჩვენ ამ გზას ვერ გავივლით. ჩვენ ვერ შემოვიერთებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა და ცხინვალში. ამისთვის უნდა დავივიწყოთ ის ბოღმა, ის სიძულვილი, რომელიც ამ ქვეყანაში სუფევს და ყველას გვძირავს. უნდა ვიაროთ წინ, საბოლოო გამარჯვებისკენ! მინდა ვთქვა, რომ ამ ქვეყანაში არავინ ახალი ომის მომხრე და მეორე ფრონტის მომხრე არ არის. ეს ყველაფერი არის თემები, რომლებიც მე არ მესმის. ამ ქვეყანაში ყველა იმის მომხრეა, რომ საქართველო გაძლიერდეს, იყოს ერთიანი და დამოუკიდებელი, და ამ საქართველოს გაუმარჯოს, ამ საქართველოსთვის დაიღუპნენ ეს ადამიანები; ამ საქართველოსთვის თავიანთი სიცოცხლე დადეს და ამას პატივს უნდა ვცემდეთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პარტია "დროა" არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
მიქანაძე: საქართველო-ჩინეთს შორის განათლების სფეროში მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)