|
2022-08-05 18:01:45, 1233 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - პროვოკატორს უნდა დავარქვათ პროვოკატორი და შენ, ამ პროვოკაციის განხორციელებაში, ხელი არ უნდა შეუწყო
განცხადება მინდა გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა გუშინ მთელი დღის განმავლობაში. მეორე მხარე აქვს ამ ყველაფერს, როდესაც ვიღაც პროვოკატორი, რომელი ერის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, რუსი იქნება, თუ სხვა, მიდის პროვოკაციაზე, რაღაც კონკრეტულ კვების ობიექტს დაბალ ქულებს უწერს, უნდა მივხვდეთ, რომ ის არის პროვოკატორი. ეროვნულობას და ეთნიკურ ნიშანს კი არ აქვს მნიშვნელობა, არის ვიღაც პროვოკატორი, რომელიც არის ამ შემთხვევაში, მედლის მეორე მხარე,’’- ამის შესახებ ,,ქართული ოცების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი, ერთი მხრივ, აწარმოებს ქსენოფობიურ კამპანიას და გარკვეულ შემთხვევაში ვერ ხვდება, რომ პროვოკაციას არ უნდა წამოეგოს. ,,სამწუხაროა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, ერთი მხრივ, ქსენოფობიურ კამპანიას აწარმოებენ. კიდევ ვამბობ ხაზგასმით, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის, მტრულად განწყობილი ქვეყნის, თუ მოყვრულად განწყობილი ქვეყნის წარმომადგენელი, ხომ უნდა მივხვდეთ, რომ ის არის პროვოკატორი და ამ პროვოკაციაზე მან წამოაგო გარკვეული პირთა წრე. შემდეგ, ამას საპირისპირო კამპანია მოჰყვა. პროვოკატორს ხომ უნდა დავარქვათ პროვოკატორი და შენ ამ პროვოკაციის განხორციელებაში ხელი არ უნდა შეუწყო. უნდა მიხვდე, რომ შენი ქსენოფობიური კამპანია ვერ დააზღვევს პროვოკაციას, პირიქით, გაამყარებს. ამ ხალხს თავი დაანებონ, ნუ აგიჟებენ. რაღაცა განწყობების გაღვივებას, რომელიც ცუდ ამბებთან მიგვიყვანს, ნუ ცდილობენ. ვერ ჩაგვითრიეს ვერანაირი გზით ომში, ახლა ქსენოფობიური კამპანიის გაღვივებით, ნაღმების აფეთქებით ცდილობენ იქამდე მისვლას, სადამდეც მისვლა არ გამოუვიდათ,’’- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პარტია "დროა" არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
მიქანაძე: საქართველო-ჩინეთს შორის განათლების სფეროში მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)