|
2022-08-04 11:29:32, 992 ნახვა
საზოგადოება
რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის შემოღების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას 10 000 ხელმოწერა აქვს
რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის შემოღების მიზნით შექმნილ პეტიციას ხელი 10 000-მა ადამიანმა მოაწერა. პეტიციის ავტორები ითხოვენ, რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისვის 3 თვიანი სავიზო რეჟიმი ამოქმედდეს. "დაწესდეს რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმი, რომლის მიხედვითაც წლის განმავლობაში რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეები 3 თვეზე მეტი დროით ვერ შეძლებენ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას, რაც უზრუნველყოფს რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეების მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის საქართველოში მოგზაურობას,"- ვკითხულობთ პეტიციაში. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება ირაციონალურია.კობახიძის თქმით, ის სავიზო პოლიტიკა, რაც რუსეთთან მიმართებით საქართველოში დღეს მოქმედებს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წინა ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა და მისი შეცვლა უკრაინის ომის გამო - ირაციონალურია. მისი თქმით, საქართველოში 6 თვის განმავლობაში დაახლოებით 240 0000 რუსი ტურისტი შემოვიდა, მათი მეათედი იმყოფება მუდმივად საქართველოში, რაც მოსახლეობის 1%-იც კი არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)