|
2022-07-30 15:41:43, 1230 ნახვა
საზოგადოება
არა კიდევ ერთი „გავრილოვის წამოსკუპებას” - რაბათის ციხეში საპროტესტო აქცია დაანონსდა
ციხე შიგნიდან არ გატყდება,- რუსული კომპანიის მიერ რაბათის ციხეში დაანონსებულ თამაშებთან დაკავშირებით, საპროტესტო აქცია დაანონსდა. ორგანიზატორების თქმით, აქცია რაბათის ციხეში 7 აგვისტოს, 14:00 საათზეა ჩანიშნული. „ციხე შიგნიდან არ გატყდება. ჩავიდეთ ყველანი 7 აგვისტოს რაბათში და ვაჩვენოთ როგორია “რაბათის ციხის თამაშები”. არა კიდევ ერთ „გავრილოვის წამოსკუპებას”,- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რუსული კომპანია ქვევრი-ივენთი რაბათის ციხეში ფორტ ბოიარდის ანალოგს-ფორტ რაბათს აწყობს. თამაშის მიმდინარეობისას რაბათის ციხე ტურისტებისთვის და მომნახველებისთვის დაკეტილი იქნება და ტერიტორიაზე მხოლოდ ორგანიზატორები და მონაწილეები დაიშვებიან. თამაში 3 საათს გაგრძელდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რაბათის განძში" მონაწილეობა, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ისე ადგილობრივებსაც შეეძლებათ.თამაშში მონაწილეობა 275 დოლარი ეღირება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)