|
2022-07-29 13:36:22, 1212 ნახვა
საზოგადოება
„ზოგიერთ შემთხვევაში პოლიციამ ძალადობისთვის ხელსაყრელი გარემო დაუშვა“ - სახდეპი 5 ივლისისა და 20 ივნისის აქციებზე
მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი ქუჩის საპროტესტო გამოსვლები ზოგადად იშვიათია, ბოლო დროს იყო პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობისა და სამოქალაქო არეულობის ეპიზოდები, - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოზე 2022 წლის საინვესტიციო კლიმატის შეფასებით ანგარიშს აქვეყნებს. სახდეპმა შეაფასა ქვეყანაში არსებული პოლიტიკა და უსაფრთხოების გარემო. მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ აღნიშნულია 2021 წლის 5 აგვისტი და 2019 წლის 20 ივნისი, სადაც მათი შეფსებით, "თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში პოლიციამ ულტრამემარჯვენე ძალადობისთვის ხელსაყრელი გარემო დაუშვა". "მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი ქუჩის საპროტესტო გამოსვლები ზოგადად იშვიათია, ბოლო დროს იყო პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობისა და სამოქალაქო არეულობის ეპიზოდები. 2021 წლის ივლისში ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა ძალადობრივად მოაწყვეს არეულობა თბილისის მასშტაბით დაგეგმილი Tbilisi Pride აღლუმის წინააღმდეგ, გაანადგურეს ორი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისი და თავს დაესხნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს და პიროვნებას, რომლებიც ლგბტქი+ თემის წევრებად ითვლება. 2019 წლის ივნისში, როდესაც დემონსტრანტები ცდილობდნენ პარლამენტში შესვლას ანტირუსული და ანტისამთავრობო პროტესტის დროს, ზოგიერთი ადამიანი დაშავდა, ზოგიერთს თვალის მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა პოლიციის მიერ რეზინის ტყვიების გამოყენების გამო. საერთოდ, პოლიციამ შეასრულა თავისი მოვალეობა, დაეცვა წესრიგი გაუთვალისწინებელი პროტესტის შემთხვევაშიც კი, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში პოლიციამ ულტრამემარჯვენე ძალადობისთვის ხელსაყრელი გარემო დაუშვა",- წერია ანგარიშში.
კობახიძე- საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის, დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის
კალასი - რუსეთის მიმართ მოთხოვნებში რჩება საოკუპაციო ჯარების გაყვანა საქართველოდან
ბრაჟე - საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა არ მიიღოს ეს სარგებელი ევროკავშირთან თანამშრომლობით, მათი არჩევანია
მარტა კოსი - ჩვენ ისევ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, მოსახლეობის 80% მომხრეა ევროკავშირის წევრობის
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



