|
2022-07-29 11:04:54, 814 ნახვა
საზოგადოება
სლოვაკეთიდან მოწვეულმა ექსპერტებმა კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში სემინარი ჩაატარეს
ორგანიზაცია მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“-ს მიერ, სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში სლოვაკეთიდან მოწვეულმა ექსპერტებმა კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში სემინარი ჩაატარეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტის მიზანია: რეგიონში ე.წ. გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე მოწყვლადი თემის შესაძლებლობების გაძლიერება, ქალებისა და ახალგაზრდების ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა, ადგილობრივი მედიის შესაძლებლობების განვითარება. „ექსპერტებმა სემინარის მონაწილეებს სლოვაკეთის მაგალითებზე დაყრდნობით გააცნეს ახალგაზრდული საბჭოების, ახალგაზრდული პარლამენტის, მოხალისეობრივი, დროის რაციონალურად გამოყენების საკითხები და შესაბამისი შედეგები, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების თვითმმართველობაში ჩართულობასა და თანამშრომლობის მექანიზმების განვითარებას. ასევე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების უფლებრივი მდგომარეობა. სემინარზე დასმულ კითხვებზე გაიმართა საინტერესო დისკუსია. სემინარს ესწრებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი. სემინარის შემდეგ სლოვაკი სტუმრები კასპში მერებაშვილების ღვინის მარანს ესტუმრნენ, დაათვალიერეს ეზოში გაშენებული ვენახი და გაეცნენ ღვინის დაყენების წესებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)