|
2022-07-28 12:48:20, 939 ნახვა
პოლიტიკა
როდესაც მე მებრძვით, ებრძვით მიხეილ სააკაშვილს - მელია მხარდამჭერების კრიტიკას პასუხობს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მხარდამჭერების ნაწილის კრიტიკას პასუხობს, რომლებიც პარტიას უმოქმედობაში ადანაშულებენ და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საპატიმროდან დახსნის მექანიზმის შემუშავებას ითხოვენ. კრიტიკის საპასუხოდ გავრცელებულ წერილში, მელია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მხოლოდ ერთადერთი მექანიზმი არსებობს - „ოლიგარქის ტყვეობიდან უნდა გავათავისუფლოთ ქვეყანა და ქვეყანასთან ერთად გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი“ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების ერთ ჯგუფს ფეისბუკზე ორკესტრირებულად ისმის კითხვები - სად არის პარტია, რას აკეთებთ, რას აპირებთ, მოიფიქრეთ მიხეილ სააკაშვილის დახსნის მექანიზმი. განზრახ მავნებლებთან საუბარს არც ვაპირებ, მინდა მივმართო ჩვენი პარტიის ამომრჩევლების იმ ჯგუფს, რომლებიც დიდ პატივისცემას იმსახურებენ და გულწრფელად არიან შეწუხებულები მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით და და უნებლიედ ხდებიან ამ პროცესის მონაწილეები. ნუ გავხდებით ამ პროპაგანდის მსხვერპლი, თუ მართლაც გვადარდებს მიხეილ სააკაშვილის ბედი, ნუ მივიღებთ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობას. მიშას სამკურნალოდ გადასაყვანად ბევრი კეთდება, ოღონდ მისი გათავისუფლების მხოლოდ ერთადერთი მექანიზმი არსებობს - ოლიგარქის ტყვეობიდან უნდა გავათავისუფლოთ ქვეყანა და ქვეყანასთან ერთად გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი. ავტოკრატიულ სახელმწიფოში სხვა მექანიზმის მოფიქრება რომ შესაძლებელი ყოფილიყო, როგორ ფიქრობთ, თავად მიხეილ სააკაშვილი არ მოიფიქრებდა თავის დროზე თანამებრძოლების ტყვეობიდან დასახსნელად, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ პატიმრობაში? ოპოზიციის ლიდერი ეხმაურება პარტიის მხარდამჭერების გარკვეული ნაწილის ქმედებებს, რომლებსაც აქვთ მიუღებლობა სიახლის, ახალი ამომრჩევლის, ახალგაზრდების მიმართ.
პირდაპირ გეტყვით, როდესაც მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით, რადგან ჩემი, ენმ-ის გამარჯვებით, მარცხდება ოლიგარქი და ტყვეობიდან თავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი! ჩემთან ბრძოლით და ჩემი თუნდაც დამარცხებით კი, ვერც ქვეყანას დაიხსნით ტყვეობიდან და ვერც მიხეილ სააკაშვილს. დამიჯერეთ, თუმცა ეს არცაა დაჯერება - არდაჯერების სფერო, ამას გონიერი ადამიანი ისედაც მიხვდება - არავის, არც ერთ თქვენგანს, ბევრი მიზეზის გამო, არ უნდა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნა ისე, როგორც მე. სააკაშვილს სწორედ მრავალმხრივი, დაუღალავი და რუტინული შრომა დაიხსნის პატიმრობიდან და არა, ემოციური შეძახილები, რომელსაც მხოლოდ ემოციებისგან და ბრაზისგან დაცლის ფუნქცია აქვს და სხვა არაფერი მოაქვს. პარტიას ერთდროულად რამდენიმე ურთულესი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი: პოლიტმატიმრების გათავისუფლება, პარტიის გაძლიერება, მხარდამჭერთა რიგების გაფართოება ახალი ამომრჩევლის შემოკრების გზით. დავდგეთ ერთად, ვიზრუნოთ იმაზე რომ უფრო მეტნი ჩავერთოთ ამ ისტორიულ პროცესში, ერთად ვიბრძოლოთ ოლიგარქის ტყვეობიდან ქვეყნისა და პოლიტპატიმრების დასახსნელად და ქვეყნის ევროპაში დასამკვიდრებლად! ჩვენ დამარცხების უფლება წაგვართვა ისტორიამ და ნუ დავიბრუნებთ მას!"- წერს მელია.
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)