19:27 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-26 16:39:44, 1067 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - აშშ საელჩო იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და თუ საჭიროა მოსამართლესთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთოს

„როგორც მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაში აშშ-ის ჩართულობის გულშემატკივარმა, ვიცი, წლების განმავლობაში რამხელა ენერგიაა აშშ-ის მხრიდან ამ საქმეში და ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილი არ მიადგეს ამ დახმარებას. მექნებოდა მოლოდინი, რომ ამ მხრივ აშშ-ის საელჩო იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და თუკი საჭიროა განმარტებების გაკეთება, მათ შორის, მოსამართლის მიმართ პირადად ან საჯაროდ, გამონახონ ფორმა და ეს განმარტებები გააკეთონ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

“ცოტა გასაკვირია ეს ბუნდოვანება, რომელიც, სამწუხაროდ, ამ საკითხში რჩება. წლების განმავლობაში ვმუშაობდი გერმანულ ორგანიზაციაში, რომელიც სწორედ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სამივე ქვეყანაში რეფორმების ხელშეწყობით იყო დაკავებული გერმანიის მთავრობის მხრიდან. ვიყავი ისეთ პროგრამებში ჩართული, რომელიც მოსამართლეების კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობდა ხელს, მათ შორის, საზღვარგარეთ. კარგად ვიცი, თუ რამხელა წვლილი, როლი და ღვაწლი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში სასამართლო სისტემის და ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისთვის. ამიტომ, მიკვირს, რომ ეს ბუნდოვანება კვლავ შენარჩუნებულია. ჩვენ მოვისმინეთ მოსამართლის ძალიან მძიმე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდა ზეწოლასთან - ეს ერთი და მეორე - შესაძლოა, საქმე გვქონდა დისკრიმინაციულ მიდგომასთან მოსამართლის მიმართ. ამაზე, ნაცვლად გამჭვირვალე განმარტებისა, სამწუხაროდ, ბუნდოვანებაა. როგორც გულშემატკივარმა ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობისა მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაში, ვიცი, წლების განმავლობაში რამხელა ენერგიაა ჩადებული შეერთებული შტატების მხრიდან ამ საქმეში, ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, ჩრდილი არ მიადგეს ამ დახმარებას და მექნებოდა მოლოდინი, რომ ამ მხრივ აშშ-ის საელჩო იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და თუკი საჭიროა განმარტებების გაკეთება, მათ შორის, მოსამართლის მიმართ პირადად ან საჯაროდ, გამონახონ ფორმა და ეს განმარტებები გააკეთონ" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics