|
2022-07-26 11:15:41, 1059 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით თბილისში „ჯაოკენის“ ახალი ფილიალი გაიხსნა
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „ჯაოკენის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში თბილისში, აღმაშენებლის ხეივანი 180-ში სარემონტო მასალების ახალი ფილიალი გაიხსნა. შენობა 24,019 კვ.მ-ზეა განთავსებული და მოიცავს 35 სხვადასხვა ბრენდის კერამიკულ და კერამოგრანიტის ფილებს, ლამინირებულ იატაკს, პარკეტს, შპალერს, ლაქ-საღებავებს, სანტექნიკას, სააბაზანო ოთახის ავეჯსა და აქსესუარებს. კომპანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ძირითად იმპორტს აწარმოებს ესპანეთიდან და იტალიიდან. პროექტის საერთო საინვესტიციო მოცულობა 5.8 მლ ევროს აღწევს. ბანკის მხრიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსი კი 3.2 მლნ ევროს შეადგენს. “კომპანია ჯაოკენი დაარსდა 1997 წელს საქართველოში. მთელი გუნდის ნაყოფიერმა და წარმატებულმა მუშაობამ კომპანია კონკურენტუნარიანი გახადა და ბაზარზე საპატიო ადგილიც დაიკავა. დღეს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით არის წარმოდგენილი ჯაოკენის შოურუმები, ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, სენაკი და თელავი. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ მსოფლიო დონის ბრენდებისა და ინოვაციური პროდუქტების იმპორტს ქვეყანაში. ჯაოკენის გუნდი მუდმივ რეჟიმში მუშაობს, იმისათვის რომ ჩვენმა მომხმარებელმა მიიღოს საუკეთესო მომსახურება. გვიხარია, რომ ამ ყველაფრის განხორციელებაში გვერდით გვიდგას ისეთი ფინანსური ინსტიტუტი, როგორც საქართველოს ბანკია, რომელიც გვიბიძგებს მუდმივი განვითარებისაკენ“,- განაცხადა ჯემალ ჯაოშვილმა, ჯაოკენის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა. „მოხარული ვართ რომ ჩვენთან პარტნიორობთ „ჯაოკენმა“ კიდევ ერთი ფილიალის გახსნა შეძლო. ეს კომპანია არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა გაჩერდე ბიზნესის განვითარების გზაზე. ჩვენ 2016 წლიდან ვთანამშრომლობთ და ვხედავთ, როგორ ფიქრობს კომპანია მუდმივ რეჟიმში გაძლიერებაზე, ეკონომიკის სტიმულირებაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. ამ ეტაპზე ფილიალებში უკვე დასაქმებულია 200-მდე ადამიანი. ჩვენ გვინდა ვუსურვოთ მათ წარმატება. ჩვენ კი ვაგრძელებთ ეკონომიკურად გამართლებული პროექტების მხარდაჭერას“,-განაცხადა სანდრო ძაგნიძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების დირექტორის მოადგილემ.
კობახიძე- საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის, დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის
კალასი - რუსეთის მიმართ მოთხოვნებში რჩება საოკუპაციო ჯარების გაყვანა საქართველოდან
ბრაჟე - საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა არ მიიღოს ეს სარგებელი ევროკავშირთან თანამშრომლობით, მათი არჩევანია
მარტა კოსი - ჩვენ ისევ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, მოსახლეობის 80% მომხრეა ევროკავშირის წევრობის
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



