13:59 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-26 10:18:52, 900 ნახვა

პოლიტიკა
ბრაიზა - ამერიკის დადანაშაულება, რომ საქართველოს ომში ჩათრევა უნდა, ცოდნის ნაკლებობას ემყარება

ამერიკის დადანაშაულება, რომ საქართველოს ომში ჩათრევა უნდა, ემყარება ალბათ ცოდნის ნაკლებობას, თუ უარესს არა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, დასავლეთს არ სურს საქართველოს ომში ჩართვა, ამის მაპროვოცირებელი ქვეყანა - რუსეთია.

"რუსეთი საქართველოს 20%-ის ოკუპირებას ახდენს. რუსეთმა მოახდინა ომის პროვოცირება. მე ვიცი ეს, მე მაშინ ვიყავი ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკის და მომდიოდა დაზვერვის მონაცემები. ვიცოდი, რომ რუსეთმა დაიწყო ომი. იმის შემდეგ, რაც გავაკეთეთ საქართველოსთვის - მტკიცედ ვეწინააღმდეგებით რუსეთს, ამერიკის დადანაშაულება, რომ საქართველოს ომში ჩათრევა უნდა, ემყარება ალბათ ცოდნის ნაკლებობას, თუ უარესს არა. ჩვენ არ გვინდა საქართველოს ომში ჩათრევა",- ამბობს მეთიუ ბრაიზა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პარტია "დროა" არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
მიქანაძე: საქართველო-ჩინეთს შორის განათლების სფეროში მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics