|
2022-07-25 18:06:30, 2377 ნახვა
საზოგადოება
„უსაფრთხოების დღეები“ თეგეტა მოტორსში
ზაფხული საუკეთესო დროა მოგზაურობის დასაგეგმად და სასურველი ადგილების მოსანახულებლად. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წლის ამ პერიოდში მობილობა მაქსიმალურად იმატებს და შორ გზაზე უსაფრთხოდ გადასაადგილებლად გამართული ავტომობილი მნიშვნელოვანია. სწორედ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას ეხება „თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ ავტომფლობელებს „უსაფრთხოების დღეების“ შეთავაზებები მოუმზადა. ავტომობილის შემოწმებისას არსებობს სტანდარტული პარამეტრები და ის რამდენიმე პუნქტს მოიცავს. რეკომენდებულია, შემოწმდეს სავალი ნაწილი და ავტომობილის დეტალები. „თეგეტა მოტორსში“ აქციის ფარგლებში 10 ლარად შესაძლებელია სერვისების ნაკრებით სარგებლობა: სავალი ნაწილის დათვალიერება, ძრავის ზეთის, სამუხრუჭე სითხისა და გაგრილების სისტემის შემოწმება.
შორ გზაზე მოგზაურობისთვის მნიშვნელოვანია ახალი და გამართული საბურავებიც. მოძველებული და სეზონისთვის შეუსაბამო საბურავები სამუხრუჭე დისტანციას აგრძელებს და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს ზრდის. თუ თქვენს ავტომობილს საბურავების შეცვლა ან გამართვა ესაჭიროება, „თეგეტა მოტორსში“ შეგიძლიათ 4 საბურავი 3-ის ფასად შეიძინოთ.შეთავაზება ეხება როგორც ზაფხულის, ისე ყველა სეზონის საბურავებს. „უსაფრთხოების დღეების“ შეთავაზება აკუმულატორებზეც ვრცელდება. აკუმულატორის შემოწმება ცივი ზამთრის შემდეგ აუცილებელია, რადგან ტემპერატურის ცვალებადობა მისი მწყობრიდან გამოსვლის ერთ-ერთი მიზეზია. „თეგეტა მოტორსში“ FIAMM-ისა და BEX-ის აკუმულატორებზე 25%-იანი ფასდაკლება ვრცელდება. იგივე შეთავაზება ეხება BREMBO-სა და CTR-ის სამუხრუჭე ხუნდებსაც. „უსაფრთხოების დღეების“ შეთავაზებებით სარგებლობა ნებისმიერ ავტომფლობელს ივლისის ბოლომდე შეუძლია. ------ „თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-მდე საცალო და 35 000 -მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
კობახიძე- საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის, დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის
კალასი - რუსეთის მიმართ მოთხოვნებში რჩება საოკუპაციო ჯარების გაყვანა საქართველოდან
ბრაჟე - საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა არ მიიღოს ეს სარგებელი ევროკავშირთან თანამშრომლობით, მათი არჩევანია
მარტა კოსი - ჩვენ ისევ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, მოსახლეობის 80% მომხრეა ევროკავშირის წევრობის
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



