20:37 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-25 10:26:07, 997 ნახვა

პოლიტიკა
არახამია „ოცნებას“ - აკურატულები იყავით თქვენს გამონათქვამებში, მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე

აი, ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით, ცოტა აკურატულები იყავით თქვენს გამონათქვამებში, რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე,- ამის შესახებ ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ საუბრისას განაცხადა.

არახამიას თქმით, ახლა სითამამით გამოირჩევიან პოლიტიკური ლიდერები,რომლებიც მედიას აკონტროლებენ, ციხეში სვამენ ყველა, ვინც მათ წინააღმდეგ ლაპარაკობს, მაგრამ ეს მალე გამოსწორდება.

„დამნაშავეებს რად უნდათ მტკიცებულებები?! ჩვენ მათ გადავცემთ კომპეტენტურ ორგანოებს, სადაც სანქციებით არიან დაკავებული. ამას ყველა შემთხვევაში ნახავენ თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. აი, ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით, ცოტა აკურატულები იყავით თქვენს გამონათქვამებში, რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე. ეს შეეხება როგორც მის ბიზნესგარემოცვას, ისე პოლიტიკოსებსაც. ახლა თამამები არიან პოლიტიკური ლიდერები, მედიას აკონტროლებენ, ციხეში ჩასვეს ყველა, ვინც მათ წინააღმდეგ ლაპარაკობდა, მაგრამ ეს მალე გამოსწორდება. შეხედეთ, ჩვენ აქ შემთხვევით კი არ ვართ. ჩვენც ზუსტად ასეთი ბიძია გვყავდა. ისიც ასე ლაპარაკობდა: ყველას დავაპატიმრებ, მე ყველაზე მდიდარი ვარ და ასე შემდეგ, მაგრამ ნახეთ, რა მოუვიდა. ასე რომ, დროა, თქვენც უძრავი ქონება როსტოვში მოძებნოთ”,-განაცხადა არახამიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics