|
2022-07-21 17:27:34, 1036 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი - ის განცხადებები, რაც ჩემზე კეთდება, მიმართულია ამერიკელი ხალხისა და ამერიკის პრეზიდენტისკენ
ეს არ არის ის ენა, რომელსაც პარტნიორები ერთმანეთთან საუბარში იყენებენ. მე ვარ დიპლომატი და აქ წარმოვადგენ ამერიკელ ხალხს. - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. მისივე თქმით, ის განცხადებები, რაც მასზე კეთდება, მიმართულია არა მისკენ პერსონალურად, არამედ ამერიკელი ხალხისკენ და ამერიკის პრეზიდენტისკენ. "ეს არ არის ის ენა, რომელსაც პარტნიორები ერთმანეთთან საუბარში იყენებენ. მე ვარ დიპლომატი და აქ წარმოვადგენ ამერიკელ ხალხს. ამიტომ, ის განცხადებები, რაც ჩემზე კეთდება, მომართულია არა ჩემკენ პერსონალურად, არამედ ამერიკელი ხალხისკენ და ამერიკის პრეზიდენტისკენ. მისტერ პრაისმა რაც თქვა, მართალია. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, რადგან ჩვენ პარტნიორები ვართ და სწორედ ეს უნდა იყოს პრიორიტეტი. როდესაც არის მინიშნებები, ჭორები და კომენტარები, რომლებიც არ არის დაფუძნებული ფაქტებზე, ეს დამაბნეველია ქართველი ხალხისთვის და ეს დიალოგს ხელს არ უწყობს. მე ადრეც ვთქვი, რომ ბუნებრივია პარტნიორებს შორის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ეს პირად არასაჯარო საუბრებში უნდა განიხილებოდეს. რა თქმა უნდა, თუ ეს საჭიროა, საჯაროდაც უნდა გაკეთდეს განცხადებები, რაც ჩვენც არაერთხელ გაგიკეთებია, როდესაც ვთვლიდით, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპული მისწრაფებების გზას, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ურთიერთპატივისცემი". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პარტია "დროა" არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
მიქანაძე: საქართველო-ჩინეთს შორის განათლების სფეროში მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)