|
2022-07-18 13:08:36, 1220 ნახვა
საზოგადოება
ევროპაში ხანძრები მძვინვარებს - საფრანგეთის მოსახლეობა რეკორდულად მაღალი ტემპერატურისთვის ემზადება
დღეს საფრანგეთი ემზადება სიცხის პიკისთვის, რომელმაც უკვე მოიცვა მთელი ქვეყანა. ტყის ხანძრები კვლავ მძვინვარებს მთელს ევროპაში. სინოპტიკოსებმა საფრანგეთის 15 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს ექსტრემალური ტემპერატურის გამო. მეხანძრეები კვირას სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში ხანძრების შესაკავებლად იბრძოდნენ. ტემპერატურა არ იკლებს ბრიტანეთში, სადაც სიცხე კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. საფრანგეთში, საბერძნეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში ხანძარმა ათასობით ჰექტარი მიწა გაანადგურა, ათასობით მაცხოვრებელსა და ტურისტს კი ტერიტორიის დატოვება აიძულა. ეს არის მაღალი ტემპერატურის მეორე ტალღა, რომელმაც მოიცვა ევროპის ნაწილი ბოლო კვირის განმავლობაში. მეცნიერები კლიმატის ცვლილებაზე საუბრობენ და პროგნოზირებენ ექსტრემალური ამინდის უფრო ხშირ და ინტენსიურ ეპიზოდებს, როგორიცაა სიცხე და გვალვა. ხელისუფლება იტყობინება, რომ ესპანეთში დაახლოებით 20 ტყის ხანძარი კვლავ უკონტროლოა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში სამხრეთიდან გალიციამდე შორეულ ჩრდილო-დასავლეთში, სადაც ხანძრებმა გაანადგურა დაახლოებით 4500 ჰექტარი მიწა. გასულ კვირას ხანძრებს შეეწირა სასწრაფო დახმარების რამდენიმე თანამშრომელი.
კობახიძე- საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის, დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის
კალასი - რუსეთის მიმართ მოთხოვნებში რჩება საოკუპაციო ჯარების გაყვანა საქართველოდან
ბრაჟე - საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა არ მიიღოს ეს სარგებელი ევროკავშირთან თანამშრომლობით, მათი არჩევანია
მარტა კოსი - ჩვენ ისევ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, მოსახლეობის 80% მომხრეა ევროკავშირის წევრობის
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



