|
2022-07-13 13:26:22, 999 ნახვა
საზოგადოება
შშმ პირი - დაშბაშის კანიონზე არ შემიშვეს, თურმე რეზინის ბორბლები მინის ხიდს აზიანებს
თურმე რეზინის ბორბლები აზიანებს მინას და ამ მიზეზით არ შემიშვეს,- ოთო დარბაისელი, რომელიც შშმ პირია წერს, რომ დაშბაშის კანიონზე მდებარე შუშის ხიდზე ეტლით გადაადგილება ადმინისტრაციამ აუკრძალა. მისივე თქმით, საერთაშორისო პროექტით შესრულებული ინფრასტრუქტურული სივრცე ყველა ვიზიტორის საჭიროებებს უნდა შეესაბამებოდეს. "ესეც ჩვენი დაშბაშის კანიონი უკან ფონს რომ მილამაზებს არის 120 მილიონიანი შუშის ხიდი, რომელიც ისეთი ფაქიზი და მსხვრევადი ყოფილა თურმე რომ შეიძლება მე და ჩემს ეტლს ვერ გაგვიძლოს, არა კი მოვიმატე წონაში მარა ასე ძაანაც არა მგონი რო ხიდებმა ვერ გამიძლოს.თურმე რეზინის ბორბლები აზიანებს მინას არ შემიშვეს. წესით რორცა საერთაშორი პროექტით კეთდებაყველა ვიზიტორზე უნდა იყოს გათვლილი. ეს ფოტო არის გადაღებულიხ #KassLand ის ბარიდან სადაც რომ შევედი გამიხარდა ელექტრო ლიფტი დამხვდა, მაგრამ სამწუხაროდ მალევე გამიცრუვდა იმედები არ მუშაობდა მიმტანს რომ ვკითხე რატომ არ მუშაობსთქო დამონტაჟების დროს გაფუჭდაო მერე მენეჯერმა მაგით მომიმადლიერა რომ 5 ბიჭის კუნთების იმედად ჩამიყვანეს და ამომიყვანეს თან ბედნიერმა ჩვენ ყველას ასე ვემსახურებითო ვერ მივხდი ყველა ესე ხელში აყვანილი დაყვდათ თუ რას ნიშნავდა სამწუხაროდ შშმ პირების საჭიროებები არის გათვალისწინებული მაგრამ გამოსადეგი არა შშმ პირისთვის ამხელა თანხები და წვალება წყალში იყრება,"- წერს ოთო დარბაისელი.
კობახიძე- საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის, დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის
კალასი - რუსეთის მიმართ მოთხოვნებში რჩება საოკუპაციო ჯარების გაყვანა საქართველოდან
ბრაჟე - საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა არ მიიღოს ეს სარგებელი ევროკავშირთან თანამშრომლობით, მათი არჩევანია
მარტა კოსი - ჩვენ ისევ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, მოსახლეობის 80% მომხრეა ევროკავშირის წევრობის
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



