13:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-12 12:25:33, 630 ნახვა

საზოგადოება
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი ესტუმრა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. 

ელჩმა მარეკ შჩიგელმა ქართულ მხარეს მისიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და თავდაცვის უწყებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ქართულმა მხარემ აღნიშნა EUMM-ის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის მნიშვნელოვანი როლი საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებსა და ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში საქართველოსთვის გამოყოფილ ფინანსური დახმარების პაკეტს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics