13:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-10 11:51:14, 1165 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი იმერეთში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე  გიორგი ხანიშვილი იმერეთის მხარის რწმუნებულ ზვიად შალამბერიძეს და რეგიონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს   შეხვდა. 

შეხვედრაზე, რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობის საკითხები  განიხილეს. ყურადღება გამახვილდა კლიმატური პირობებით გამოწვეული  სასოფლო-სამეურნეო კულტურების შეწამვლის, მათ შორის, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო სამუშაოების შეფერხებასა და რისკების პრევენციაზე. 

გიორგი ხანიშვილმა ხაზი გაუსვა, სახელმწიფოს ყველა რგოლის კოორდინირებული მუშაობის და ფერმერების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას ფაროსანას და სხვა მავნებელი-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.  

„სახელმწიფო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს აქტიურად ატარებს. ხარისხიანი მოსავლის მისაღებად, უმთავრესია, რომ თითოეულმა ფერმერმა მაქსიმალური გააკეთოს და საკუთარ  ფართობებზე აგროკალენდრით გათვალისწინებული სამუშაოები, ჩაატაროს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. 

მუნიციპალიტეტების  წარმომადგენლებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ, მავნებლის საწინააღმდეგოდ რეგიონში უკვე განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. დღეისათვის,  დასავლეთ საქართველოში, ფაროსანას საწინააღმდეგოდ 14 ათასამდე ჰექტარი ფართობი უკვე დამუშავებულია. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics