|
2022-07-10 11:48:08, 1054 ნახვა
სამართალი
საპატრულო პოლიციამ ავტომობილის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული ვ.ფ. სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ დაეუფლა 1993 წელს დაბადებული მ.მ.-ს კუთვნილ ავტომობილს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მყისიერად მოხდა ავტომობილის ადგილსამყოფელის დადგენა, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის იდენტიფიცირება და დაკავება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)