14:58 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-07 12:05:25, 967 ნახვა

საზოგადოება
წყაროს ქუჩაზე სპორტული მოედანი ეწყობა

გლდანის რაიონში, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სრულიად ახალი სპორტული მოედანი ამჯერად, წყაროს ქუჩაზე, დაახლოებით,  350 კვ. მეტრ ფართობზე განთავსდება. სამუშაოების დაწყებას გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი გაეცნო, მოსახლეობას შეხვდა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„გლდანის რაიონში ჯანსაღი და სპორტული წესის დამკვიდრების მიზნით, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციას განვაგრძობთ. მალე ჩვენს რაიონს კალათბურთის კიდევ ერთი და ფეხბურთის ორი მოედანი შეემატება. მათ შორის, წყაროს ქუჩაა, სადაც აქამდე მსგავსი სივრცე არ არსებობდა. იმედი მაქვს, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა სპორტული სივრცით აქტიურად ისარგებლებს“, - განაცხადა ზურაბ ქაშიაშვილმა.

პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 94 304  ლარი დაიხარჯება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics