|
2022-07-06 12:27:40, 1210 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 26 ივლისს, N17 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა ი.ჩ-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ამავე დაწესებულების პატიმარ შ.ა.-ზე ფიზიკურად იძალადა. ძალადობის შედეგად დაზარალებულმა თავის არეში მიიღო სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები და შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, სამედიცინო დახმარების გაწევის მიუხედავად, გარდაიცვალა. პროკურატურამ პატიმარს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის მიმართ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის თაობაზე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)