|
2022-07-06 01:15:24, 1409 ნახვა
საზოგადოება
კიბერუსაფრთხოების მოდელი რეალურ სამყაროში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ეგიდით გამოიცა პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის, თორნიკე ზედელაშვილის წიგნი ,,ციფრული ტექნოლოგიების საუკუნე და კიბერუსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო პოლიტიკური გამოწვევები''. წიგნში ძირეულად არის განხილული კიბერუსაფრთხოების არსი და ამ სფეროს უახლოესი ისტორიული წარსული. საუბარია კიბერომის თეორიასა და მის ადგილზე თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში, კიბერომის ტრანსფორმაციაზე. ასევე, ყურადღება გამახვილებულია სამხედრო კონფლიქტების სივრცულ მახასიათებლებსა და კიბერომის კონცეფციებზე, ვირტუალურ საფრთხეებსა და ასიმეტრიულ სამხედრო გამოწვევებზე. რა სიძლიერის კიბერთავდასხმები არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში? რას ნიშნავს კიბერჰიგიენა და ანტივირუსი, როგორც ერთ-ერთი თავდაცვითი მექანიზმი? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხებს ამავე წიგნში იპოვით. წიგნის რედაქტორის, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის ვახტანგ მაისაიას თქმით, თემა, რომელსაც ავტორი შეეხო, ძალზე აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოსთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც. წიგნში ნაჩვენებია, თუ როგორ ხორციელდება კიბერუსაფრთხოების მოდელი რეალურ ცხოვრებაში კონკრეტული აქტორების მაგალითებზე (ევროკავშირი, ირანის ისლამური რესპუბლიკა, ჯიჰადისტური ორიენტაციის ტერორისტული ჯგუფები და ასე შემდეგ). ბოლოდროინდელი კონფლიქტების ანალიზი გვიჩვენებს, რომ კიბერუსაფრთხოება ყველა ომისა თუ კონფლიქტის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ეს უდევს საფუძვლად თორნიკე ზედელაშვილის ნაშრომს იდეად - რა უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა დაიცვან თავი სახელმწიფოებმა ცალ-ცალკე და ერთობლივად. წიგნში დეტალურადაა გაანალიზებული, თუ რა შესაძლებლობები გააჩნიათ დღეს ინტერნეტსივრციდან მომდინარე საფრთხეების შესაჩერებლად ევროკავშირს, გაეროს, ნატოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს. აქვე თავმოყრილია ინფორმაცია, თუ რა თანხები იხარჯება დღეს ამ სფეროში წესრიგის დასამყარებლად. წიგნის ავტორის თქმით, თანამედროვე ცივილიზაციის თავის ტკივილად იქცა ვირუსები, ჰაკერული თავდასხმები, მავნე პროგრამები, საინფორმაციო ომი, დეზინფორმაცია და ფეიკნიუსი. ავტორის აზრით, გლობალური უსაფრთხოების ჭრილში აუცილებელია საქართველოს, როგორც გეოსტრატეგიული მოთამაშის როლის განხილვა. მაშინ, როცა რუსეთი ყოველ კრიტიკულ მომენტში ცდილობს, მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით გაანეიტრალოს ჩვენი კიბერსივრცე, ბუნებრივია, ვერც ხელისუფლება იქნება დალხენილი და ვერც მოსახლეობა, ანუ კერძო სექტორი. თორნიკე ზედელაშვილის წიგნი სასარგებლოა როგორც ოფიციალური უწყებებისთვის, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირებისთვის.
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)