|
2022-07-05 15:14:09, 1389 ნახვა
სამართალი
სამეგრელოში, დააკავეს მედდა, რომელიც 300 ლარის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ვაქცინირებულად აფიქსირებდა
სამეგრელოს რეგიონში დაკავებულ იქნა სამედიცინო დაწესებულების მედდა, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, დაინტერესებულ მოქალაქეებს, კლინიკაში მიუსვლელად აფიქსირებდა იროგორც ვაქცინირებულ პირს, რის სანაცვლოდაც, იღებდა მათგან გარკვეულ თანხას. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, დანაშაულში ასევეე მხილებულია თხუთმეტი მოქალაქე, რომლებიც ბრალდებულს ვაქცინაციის საბუთის სანაცვლოდ, 300 ლარს უხდიდნენ. "წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული დანაშაულებრივი გზით, იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში დარეგისტრირებულია დამატებით ათეულობით პირი, რომელთა დადგენა-მხილების მიზნითაც ტარდება შესაბამისი ღონისძიებები. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ 220-ე და 221-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით",- წერია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)