|
2022-07-04 13:43:39, 1227 ნახვა
სამართალი
სასამართლომ 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრაში ბრალდებულებულები 5000 ლარით დააჯარიმა
5 ივლისს “თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრის ეპიზოდში ბრალდებულებულები 5000 ლარით დააჯარიმეს,- ამის შესახებ ინფორმაციას „სირცხვილიას“ თანადამფუძნებელი მარიამ კვარაცხელია ავრცელებს. მისივე თქმით, სასამართლომ მათ ქმედებაში დევნა და ორგანიზებული დანაშაული ვერ დაინახა. სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებისას არ გაჟღერებულა 53-ე პრიმა მუხლი , რაც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს გულისხმობს. "5 ივლისს “თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრის ეპიზოდის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ამ წუთებში. დასკვნით სიტყვებს ამბობენ მხარეები. ვნახოთ სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს თუ არა დღესვე. Update: 5000-5000 ლარიანი ჯარიმები. დევნა და ორგანიზებული დანაშაული ვერ დაინახა სასამართლომ (პროკურატურას ქონდა წაყენებული ეს მუხლებიც). მხოლოდ ბინაში უნებართვოდ შესვლა დატოვა (მუხლი 160) ორი დამამძიმებელი გარემოებით, ჯგუფურად და ძალადობის მუქარით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)